ტოკიოს მეზობლად მდებარე საიტამას პრეფექტურის ქალაქ კავაგუჩში, ბონსაის ოსტატ სეიჯი იიმურას ბაღიდან ქურდებმა არანაკლებ 13 მილიონი იენის ღირებულების 7 ბონსაი მოიპარეს.
მოპარულ ბონსაებს შორის არის ბონსაი სამყაროს ვარსკვლავი, 400 წლის შიმპაკუ (გართხმული ღვია - აიპრესი), რომლის ღირებულებას, ბონსაის ოსტატის მეუღლის, ფუიუჯი იიმურას თქმით, 10 მილიონ იენს (90 000 დოლარი) ჭარბობს, სამი მინიატურული ფიჭვი მაცუსიმა (ყურე იაპონიაში, რომლის მრავალრიცხოვანი კუნძულებიც ფიჭვოვანი ტყით არის დაფარული - აიპრესი) და აგრეთვე, სამი ნაკლები ღირებულების შიმპაკუ. ფუიუჯი იიმურას ამბობს, რომ ისინი ამ მინიატურულ ხეებს საკუთარი ბავშვებივით ექცეოდნენ, სიტყვები არ არსებობს მათი განცდების გადმოსაცემად და ეს იგივეა, რაც კიდურების მოკვეთა. 5000 ჰექტარი ფართობის ბაღში, 3000 ხეს შორის ყველაზე ღირებულების გამორჩევა მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ, ძნელი იქნება ქურდების პოვნა და მოპარულის კვლავ საკუთრებაში დაბრუნება და ჩვენი გვინდა მივმართოთ თხოვნით ქურდებს, რომ მათ ბონსაებს წყალი დაუსხან. შიმპაკუმ 400 წელი იცოცხლა და ის უწყლოდ ერთ კვირასაც კი ვერ გაძლებს, - ამბობს ოსტატის მეუღლე.. ბაღი ყველა მსურველისთვის ღია იყო, მე შესაძლო ქურდობის გამო დამატებით ზომებს არ ვიღებდი, ბონსაის მოყვარულების თავისუფლად გადაადგილებას და მცენარებით ცქერით ტკბობის საშუალებას ვაძლევდი, ამჯერად კი ჩემი სიფხიზლის ამაღლება მაქვს გეგმაში, - აცხადებს ბონსაის ოსტატი სეიჯი იიმურა. იაპონური "ასაში" წერს, რომ ბონსაის ბაღებში ქურდობის აღკვეთის გარანტია გარკვეული ზომების მიღების შემთხვევაშიც კი საკმაოდ მცირეა და ამის დასტურად ნოემბერში იგივე პრეფექტურაში, ტოიუენის 992 კვ. მ. ბაღიდან, რომელშიც 6 სათვალთვალო კამერა იყო, რვა შიმპაკუს ქურდობას შეახსენებს მკითხველს. 81 წლის ხირომო ხამანომ, რომელიც ბონსაი ბაღს უვლის უსაფრთხოების ზომები ნოემბრამდე ექვსი თვით ადრე გაქურდვის შემდეგ მიიღო, თუმცა მაინც ვერ დაიცვა ბაღი ქურდობისგან. კამერაზე აღბეჭდილ კადრებში ჩანს, რომ ღამის ორ საათზე, ქურდი, კაპიუშონიანი ზედა სპორტულით, არ აქცევს ყურადღებას სხვა ქოთნებს ბონსაიებით და პირდაპირ მოსაპარად წინასწარ შერჩეულისკენ მიემართება. ხამანოს თქმით, შიმპაკუს, იაპონიასთან შედარებით ბევრად უფრო მაღალ ფასებში, ხშირად ჰყიდია ვიეტნამში და ჩინეთში. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ